დაპირისპირება ეთერში – უკრაინის რადას დეპუტატმა სააკაშვილი პუტინთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა (ვიდეო)

0

უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატმა, „პეტრო პოროშენკოს ბლოკის“ წევრმა, ოლეგ ბარნამ ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვლადიმერ პუტინთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა. ამის შესახებ ბარნამ გადაცემაში განაცხადა, რომელიც სააკაშვილს ტელეკომპანია “ZIK”-ის ეთერში მიჰყავს.

„ახლა, ისე გამოდის, რომ პოროშენკოს წინააღმდეგ პუტინთან ერთიანდებიან. ეს ძალიან არ გიხდებათ”, – უთხრა დეპუტატმა სააკაშვილს.

„ჩემთვის ასეთი განცხადებები მიუღებელია. მიუღებელია ჩემზე იმის თქმა, რომ პუტინთან ვარ გაერთიანებული. მე რუსეთში ქარხნები არა მაქვს და რუსეთთან არ ვვაჭრობ“, – განაცხადა ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა საპასუხოდ.

სააკაშვილმა ასევე გაიხუმრა პეტრო პოროშენკოს ციტატაზე, რომ ადამიანები, რომლებსაც ძაღლის სახლიც კი არა აქვთ აშენებული, უკრაინაში სიტუაციის დესტაბილიზაციას ცდილობენ.

„ჩემი მეგობარი დონალდი ძაღლის სახლებს არ აშენებს. ის ცათამბჯენებს აშენებს“, – განაცხადა სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი