გია ვოლსკი – სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში ოპოზიციის მუშაობის შეწყვეტას საბოტაჟს დავარქმევდი

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ოპოზიციის მხრიდან სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დატოვებას საბოტაჟს უწოდებს.
როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიციასთან, ბოლო წუთამდე, რამდენიმე საკითხზე შეთანხმება ვერ მოხერხდა.
„სწორედ საზოგადოების მოსაზრებები იქნება მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი. კომისიაში ოპოზიციის მუშაობის შეწყვეტას საბოტაჟს დავარქმევდი, თუმცა საკითხების დიდი ნაწილი შეთანხმებული და გავლილია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები