მეცნიერები – ველოსიპედით სიარული კიბოს და გულის დაავადების რისკს ამცირებს

შოტლანდიელი მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, ველოსიპედით სიარული კიბოს და გულის დაავადებათა რისკს ორჯერ ამცირებს.
5 წლის განმავლობაში, მიმდინარე კვლევებში 250 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. ყველა მათგანი ამ პერიოდის განმავლობაში, ველოსიპედს, როგორც ძირითად სატრანსპორტო საშუალებას, იყენებდა. ისინი კვირაში საშუალოდ 48 კილომეტრს დადიოდნენ.
ექიმები აცხადებენ, რომ აუცილებელია ქალაქის ინფრასტრუქტურის მოწყობა ისე, რომ ის ველოსიპედით გადაადგილებისთვის უფრო ხელსაყრელი იყოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები