” თიბისი ბანკის” და “სოკარ პეტროლეუმ” ჯორჯიას ერთობლივი შეთავაზება სტარტაპებს

“სოკარ პეტროლეუმ ჯორჯია” “თიბისი ბანკის” პროგრამა „სტარტაპერს” უერთდება და სპეციალურად პროგრამის მონაწილეებისთვის, „სტარტაპ-ენერჯი” ბარათს ქმნის.
სტარტაპერებს, რომლებიც “თიბისი ბანკის” სტარტაპ სესხით ან სტარტაპ ბიზნესბარათით ისარგებლებენ, უსასყიდლოდ გადაეცემათ „სტარტაპ-ენერჯი” ბარათი, რაც „სოკარ პეტროლეუმ ჯორჯიას” ნებისმიერი ტიპის საწვავზე 15-თეთრიან ფასდაკლებას გულისხმობს.
„სტარტაპ-ენერჯი” ბარათის გამოყენება საქართველოს მასშტაბით მდებარე „სოკარის” ნებისმიერ ავტოგასამართ სადგურზე იქნება შესაძლებელი. ბარათით სარგებლობა ერთდროულად კომპანიის რამდენიმე წარმომადგენელს შეეძლება, ერთი წლის განმავლობაში, შეუზღუდავი რაოდენობის საწვავზე.
“თიბისი ბანკის” პროგრამა „სტარტაპერის” პრეზენტაცია, რომლის მიზანიც სტარტაპების მხარდაჭერა და ზოგადად, ქვეყანაში ბიზნესის დაწყების პოპულარიზაციაა, მარტში გაიმართა. პროგრამის ფარგლებში, სტარტაპები ფინანსურ მხარდაჭერასთან ერთადაც “თიბისი ბანკისგან” სხვადასხვა არაფინანსურ სერვისს იღებენ, რაც მათ ბიზნესის მართვაში ეხმარებათ.
„სტარტაპერის” დაწყებიდან დღემდე, პროგრამის სხვადასხვა სერვისით უკვე 2 000-ზე მეტმა სტარტაპმა ისარგებლა.
R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები