“მზად ვართ, პრეზიდენტის არჩევის ახალი წესი შემდეგი არჩევნებისთვის გამოვიყენოთ და წერტილი დავუსვათ სპეკულაციებს”

“მზად ვართ, პრეზიდენტის არჩევის ახალი წესი შემდეგი არჩევნებისთვის გამოვიყენოთ და წერტილი დავუსვათ სპეკულაციებს”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით საკონსტიტუციო კომისიის მიერ მიღებულ ახალ პროექტს.
როგორც თალაკვაძემ თემის კომენტირებისას განაცხადა, ხელისუფლება კონსტიტუციის ახალ პროექტზე პასუხისმგებლობას სრულად იზიარებს.
მისივე თქმით, ხელისუფლებას სჯერა, რომ კონსტიტუციის ახალი ვერსია გრძელვადიანი განვითარებისა და სტაბილური ქვეყნისთვის შექმნილი კონსტიტუციაა.
„მოვისმინე განცხადებები ზოგიერთი ოპოზიციონერისა, თითქოს პასუხიმგებლობას ვერ ავიღებთ ამ კონსტიტუციაზე. კიდევ ერთხელ მინდა ნათლად ვთქვა, რომ კონსტიტუციის ახალ პროექტზე და იმაზე, რასაც შევქმნით და რასაც დაამტკიცებს პარლამენტი, პასუხიმგებლობას ავიღებთ, ვინაიდან გვჯერა, რომ ეს არის მართლაც გრძელვადიანი განვითარებისა და სტაბილური ქვეყნისთვის შექმნილი კონსტიტუცია.
პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით, ვფიქრობ უნდა დასრულებულიყო სპეკულაციები, რომელიც არსებობდა. გარკვეულ მომენტში, რომ არავის ეფიქრა, რომ  ეს იყო ერთი ადამიანის წინააღმდეგ გაკეთებული ცვლილებები, წინასწარ განვაცხადეთ, რომ მზად ვართ, არჩევნების ეს წესი გამოვიყენოთ შემდეგი არჩევნებისთვის. მე ვფიქრობ, რომ ამან წერტილი დაუსვა სპეკულაციებს“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო კომისიამ კონსტიტუციის ახალ ვერსიაზე მუშაობა გუშინ დაასრულა. კონსტიტუციის ახალი პროექტის მიხედვით, 2018 წელს პრეზიდენტს არა ხალხი, არამედ 300 ხმოსანი აირჩევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები