ვეტერანებისთვის ზედმეტად გაცემული საყოფაცხოვრებო სუბსიდია ლეგალიზებას დაექვემდებარა

2013 წლის 1 სექტემბრის შემდგომ, ვეტერანთა გარკვეულ ნაწილს საყოფაცხოვრებო სუბსიდია ზედმეტად ერიცხებოდა, რასაც ახლდა ადმინისტრაციული და სასამართლო წარმოებების მიმდინარეობა, საყოფაცხოვრებო სუბსიდიის უკან დაბრუნების თაობაზე. აღნიშნული პროცესი მძიმე ტვირთად დააწვა ვეტერანებს და მათი ოჯახის წევრებს.
დაინტერესებული ვეტერანების მომართვიანობის საფუძველზე, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა მიმართა კომპეტენტურ უწყებებს, ზედმეტად დარიცხული საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ლეგალიზების ინიციატივით. ამ ინიციატივას საქართველოს მთავრობამ მხარი დაუჭირა, რაც ვეტერანების სიციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია.
2017 წლის 13 აპრილს მიღებულ იქნა საქართველოს მთავრობის №191 დადგენილება, რომლითაც 2016 წლის 1 დეკემბრამდე ზედმეტად გაცემული საყოფაცხოვრებო სუბსიდია ლეგალიზებულად იქნა მიჩნეული და აღარ ექვემდებარება დაბრუნებას.
https://matsne.gov.ge/ka/document/view/3642148

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები