„ბლუმბერგის“ რისკების რუკაზე საქართველომ დაბალი რისკების მქონე ქვეყნებში გადაინაცვლა

ამერიკული გამოცემა „ბლუმბერგი“ გლობალური რისკების რუკას აქვეყნებს.
საქართველო „ბლუმბერგის რისკების რუკაზე“ დაბალი რისკების მქონე ქვეყანაში მოხვდა. იანვარში გამოქვეყნებული რუკის თანახმად, საქართველო მაღალი რისკების მქონე ქვეყანაში იყო. რუკის მიხედვით, საქართველოში უმუშევრობის რისკფაქტორი 11,4%-ით შეფასდა, ინფლაციის კი 6,2%-ით.
გამოცემა მსოფლიოს ქვეყნების წინაშე არსებულ საფრთხეებს აფასებს, რომელსაც ქვეყნები მიმდინარე წელს დაუპირისპირდებიან. გამოცემის ინფორმაციით, ქვეყნების რისკის რუკა ეყრდნობა 29 ინდიკატორს, მათ შორის ინვესტორთა წინაშე არსებულ ფინანსურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ რისკებს. რუკაზე „ბლუმბერგი“ გამოყოფს ოთხ ძირითად კომპონენტს – რეზერვებს, უმუშევრობას, ინფლაციას და სავალუტო რყევებს კონკრეტულ ქვეყანაში. საერთო რისკის მაჩვენებელი 0-დან 100-მდე შკალით ფასდება. რაც უფრო მაღალია ეს მაჩვენებელი, მით უფრო ნაკლებია ქვეყანაში რისკის დონე.
რაც შეეხება ჩვენს მეზობელ ქვეყნებს – რუსეთი დაბალი რისკების ქვეყნებს შორის მოხვდა, უკრაინა და თურქეთი კი საშუალო რისკების ქვეყნებს შორის. ყველაზე დაბალი რისკების მქონე ქვეყნების პირველ ხუთეულში არიან ჰონგ კონგი, შვეიცარია, სინგაპური, საუდის არაბეთი, ტაივანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები