შავ ზღვაში ჩაძირული სატვირთო გემის ეკიპაჟის სამძებრო სამუშაოები დღეს დილიდან განახლდა

ქერჩის სრუტის მახლობლად ჩაძირული სატვირთო გემის ეკიპაჟის სამძებრო სამუშაოები დღეს დილიდან განახლდა.
შავ ზღვაში, ქერჩის სრუტის მახლობლად, სატვირთო გემი – „არსენალის გმირები“ გუშინ გამთენიისას ჩაიძირა. მის ბორტზე 12 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის რუსეთის 9, უკრაინის 2  და საქართველოს 1 მოქალაქე იყო.
არსებული ინფორმაციით, მაშველებმა ხუთი ადამიანის გადარჩენა მოახერხეს. სატვირთო გემი რადარებიდან ოთხშაბათს დილით ადრე გაქრა.
კატასტროფის ადგილზე 3,5 ბალის შტორმია. გემმა განგაშის სიგნალი გადასცა. გემი პანამის დროშით დაცურავდა. მას რუსეთის პორტ აზოვიდან თურქეთში ხორბალი გადაჰქონდა. სამაშველო ოპერაციას ქარი და ზღვის ღელვა ართულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები