ლევან გოგიჩაიშვილი: ვახტანგ გომელაურმა ჩვენ კითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მიერ წარმოდგენილი ანგარიში იყო საინტერესო და მნიშვნელოვანი, – ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი სუს-ის ხელმძღვანელის ვახტანგ გომელაურის მიერ  პარლამენტში  დღეს წარდგენილ  წლიურ ანგარიშს.
გოგიჩაიშვილის თქმით, ვახტანგ გომელაურმა კითხვა-პასუხის რეჟიმში დასმულ შეკითხვებს  ამომწურავი პასუხები გასცა.
„სუს-ის ანგარიში არის ძალიან საინტერესო, ჩვენ  დეპუტატებს  დახურულ ფორმატში მოგვეცა შესაძლებლობა დამატებით  კითხვები დაგვესვა  ვახტანგ გომელაურისთვის, ეს კითხვები დაისვა და მისგან მივიღეთ ამომწურავი პასუხები. ასევე წარმოდგენილი იყო სამომავლო ხედვა, ითქვა, რომ საკომიტეტო დონეზე გაგრძელდება  სხვადასხვა საკითხებზე მსჯელობა.  მსგავსი ფორმატები ძალიან მნიშვნელოვანია დემოკრატიისთვის, საზოგადოების ინფორმირებულობისთვის და კარგია, რომ მსგავსი  ტრადიცია გაგრძელდება“, -განუცხადა “კვირას“ ლევან გოგიჩაიშვილმა.
რაც შეეხება ოპოზიციის წარმომადგენლებს, მისი თქმით, ოპოზიციის  ტაქტიკა გათვლილი იყო სპეკულაციაზე, შეურაცხყოფაზე და მათი კითხვები  არ ეხებოდა უშუალოდ უსაფრთხოების საკითხებს.
დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა დეპუტატებს წლიური ანგარიში გააცნო.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები