არჩილ თალაკვაძე: ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან მოვისმინეთ კითხვები, რომლებიც სუს-ს საერთოდ არ ეხებოდა

ვფიქრობ, დღეს რეალურად გამოჩნდა, ჰქონდა  თუ არა ოპოზიციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის მოსმენის ინტერესი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ „კვირას“ განუცხადა.
როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, ოპოზიციის  წარმომადგენელთა უმრავლესობამ ძირითადად პოლიტიკური განცხადებები გააკეთა. მისი თქმით, საუბარი იყო ისეთ საკითხებზე, რომლებიც  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს საერთოდ არ ეხებოდა.
„ვფიქრობ, დღეს რეალურად გამოჩნდა,  ჰქონდა  თუ არა ოპოზიციას ანგარიშის მოსმენის ინტერესი, თუ ეს იყო მორიგი შოუს მოწყობის და პოლიტიკური ქულების დაწერის ინტერესი. მათ ამის საშუალება არ მიეცათ“, – განუცხადა  „კვირას“ არჩილ თალაკვაძემ.
დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა დეპუტატებს წლიური ანგარიში გააცნო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები