გურამ საღარაძის 85 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება

25 იანვარს, 15:00 საათზე, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში გაიმართება დიდი ქართველი მსახიობის, საქართველოს სახალხო არტისტის გურამ საღარაძის 85 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო.
საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილი იქნება მსახიობის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტოგამოფენა, ასევე გამოიფინება არტისტის ჯილდოები და ორდენები, სტუმრებს საშუალება ექნებათ დაათვალიერონ მსახიობის კოსტუმებიც. სპეციალურად დამონტაჟებულ მონიტორებზე ნაჩვენები იქნება ნაწყვეტები სპქტაკლებიდან.
ღონისძიების დასასრულ გაიხსნება მსახიობის მემორიალური დაფა, (ავტორი ლევან ვარდოსანიძე).
ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, მსახიობები, რეჟისორები, მსახიობის მეგობრებიო, მოწვეული სტუმრები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები