გურიასთან მომხდარი ავარია მსხვერპლით დასრულდა

გურიასთან მომხდარ ავტოავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა, ოთხი კი დაშავდა. თვითმხილველების ინფორმაციით, დაშავებულებს შორის ბავშვებიც არიან.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის, უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები