ქუთაისი-სამტრედიის გზაზე, ავარიის შედეგად 8 წლის ბავშვი დაიღუპა

ქუთაისი-სამტრედიის გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 8 წლის ბავშვი დაიღუპა. შემთხვევა დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტის მახლობლად მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბორდიულს შეეჯახა, რის შედეგადაც მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ერთი პირი კი დაშავდა.
მომხდარის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ შს სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები