ყოფილი ტელე-წამყვანი ჟანეტა არჩვაძე გარდაიცვალა

86 წლის ასაკში 1 არხის ყოფილი ტელე-წამყვანი ჟანეტა არჩვაძე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას დეპუტატი ოთარ ჩრდილელი ავრცელებს.
საქართველოს სახალხო არტისტი ჟანეტა არჩვაძე ტელევიზიაში მისი დაარსების დღიდან მუშაობდა და წლების განმავლობაში მიჰყავდა როგორც საინფორმაციო პროგრამა „მოამბე“, ასევე, სხვადასხვა მხატვრული, შემეცნებითი და საბავშვო გადაცემა. 2014 წლის 30 დეკემბერს, პირველი არხის დაბადების დღეს, მთაწმინდის სატელევიზიო ანძასთან ჟანეტა არჩვაძეს სახელობითი ვარსკვლავი გაუხსნეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები