აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, დედაქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტი უფასოდ იმოძრავებს
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, დედაქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტი უფასოდ იმოძრავებს.
სპეციალურად, სადღესასწაულოდ 15 აპრილს მეტროს მუშაობა ღამის 12 საათიდან 16 აპრილის დილის 04:00 საათამდე გახანგრძლივდება, 23:00 საათიდან კი მეტროპოლიტენი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.
რაც შეეხება აღდგომის ღამეს, მეტრო ღამის 12 საათიდან დილის 04:00 საათამდე იმუშავებს. გარდა ამისა დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, მგზავრები 16 და 17 აპრილს, 08:00 საათიდან 20:00 საათამდე, მუნიციპალური ავტობუსებით თბილისის სასაფლაოების მიმართულებით უფასოდ იმოძრავებს.