ბეთანია-სამადლოს გზატკეცილზე დათვის ბელი იპოვეს

ბეთანია-სამადლოს გზატკეცილზე თენგიზ კობიაშვილმა დათვის ბელი იპოვა.
მან დათვის ბელის შესახებ ინფორმაცია თავშესაფარს მიაწოდა.
“გზის სავალ ნაწილზე დათვის ბელი ვიპოვეთ, ჯერ ზღარბი გვეგონა. როცა ახლოს მივედით და დათვის ბელი აღმოჩნდა, დახმარებისთვის თქვენ დაგიკავშირდით.“
თავშესაფრის ხელმძღვანელმა თამაზ ელიზბარაშვილმა ინფორმაცია გარემოს დაცვის სამინისტროს შეატყობინა.



კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები