“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სასწავლო ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა

კომპანია ერთ-ერთ მნიშვნელოვან და პრიორიტეტულ მიმართულებად ახალი თანამშრომლების მომზადებას, არსებული თანამშრომლების გადამზადებასა და დარგის სპეციალისტებისთვის აუცილებელი პროფესიული კომპეტენციების განვითარებას ასახელებს.
12 აპრილს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სასწავლო ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა.
„სწორედ ამ მიზნით შეიქმნა gwp-ის სასწავლო ცენტრი, რომელსაც რეგიონის მასშტაბით ანალოგი არ გააჩნია. სასწავლო ცენტრი „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალურ დირექტორთან, გიორგი ცხადაძესთან ერთად განათლების და მეცნიერების მინისტრმა – ალექსანდრე ჯეჯელავამ, თბილისის მერმა – დავით ნარმანიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ – გიორგი ალიბეგაშვილმა გახსნეს. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ საგანმანათლებლო კამპანია #დაზოგეწყალი აქტიურად გრძელდება, ვარკეთილის 16 სკოლაში gwpოლიმპიადის პირველი ეტაპი დასრულდა. ოლიმპიადის ფარგლებში, gwp-ის და არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოხედვის“ წარმომადგენლებმა შემეცნებითი ტრენინგები და ეკოვიქტორინები ჩაატარეს. ვიქტორინების შედეგად გამარჯვებული გუნდები გამოვლინდნენ, რომლებიც ერთმანეთს წყლის დაზოგვის თემაზე სხვადასხვა აქტივობაში შეეჯიბრებიან და წყლის მდგრადი მოხმარების საინფორმაციო კამპანიას ჩაატარებენ. გამარჯვებული სკოლის გუნდი „ეკობანაკის“ საგზურით დაჯილდოვდება. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ 11 აპრილს, მიმდინარე წლის პირველი კვარტლის საინვესტიციო პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა. კომპანიამ სარეაბილიტაციო სამუშაოებში, 2017 წლის პირველი სამი თვის მანძილზე, 20 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. დედაქალაქის მასშტაბით 38 ქუჩაზე ამორტიზებული ინფრასტრუქტურა უკვე სრულად განახლდა – 16,4კმ სიგრძის წყალსადენის და წყალარინების ქსელი ახლით შეიცვალა. ასევე, დამონტაჟებულია 200 ერთეული წყლის წნევის რეგულატორი და 292 ახალი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული“, -აცხადებენ gwp -ში.
კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის მოსახლეობას ყოველკვირეულ ანგარიშს აბარებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები