გივი ბერიკაშვილი დაკრძალეს

საქართველოს სახალხო არტისტი, მსახიობი გივი ბერიკაშვილი საბურთალოზე, ამაღლების ეკლესიის ეზოში დაკრძალეს.
გივი ბერიკაშვილი მარჯანიშვილის თეატრიდან გამოასვენეს, სადაც დღეს დილიდან სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა.
მსახიობის ოჯახს სამძიმარი საქართველოს ხელისუფლების, პოლიტიკური წრეების წარმომადგენლებისა და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეების გარდა, ასეულობით რიგითმა მოქალაქემ გამოუცხადა. მათ შორის, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა.
გივი ბერიკაშვილი უკანასკნელ გზაზე ტაშით გააცილეს. მსახიობი რამდენიმე დღის წინ, 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები