ხვალ, თბილისის რამდენიმე უბანს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე უბანს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
როგორც „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შეზღუდვა 04:00 საათიდან 04:30 საათამდე 5-10 წუთის ინტერვალში მთაწმინდის, ბაგების, ვაკის, საბურთალოს რაიონების, ქ. გარდაბნის მოსახლეობის ნაწილს შეეხება, ასევე, ქალაქ რუსთავის და მისი მიმდებარე სოფლების აბონენტებს.
გადართვები ხორციელდება ჩიხური სქემით გარდაბნის ქვესადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” ბოდიშს უხდის მომხმარებლებს აღნიშნული შეფერხების გამო.