„ბატონი გივი იყო ჭეშმარიტად სახალხო არტისტი და ამასთან, მაგალითის მიმცემი მოქალაქე ბევრი ადამიანისთვის“

პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მეუღლესთან ერთად, ქართული კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობის გივი ბერიკაშვილის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო, რომელიც მარჯანიშვილის თეატრში გაიმართა.
პრემიერის განცხადებით, გივი ბერიკაშვილი იყო ჭეშმარიტად სახალხო არტისტი და ჭეშმარიტად მაგალითის მიმცემი მოქალაქე ძალიან ბევრი ადამიანისთვის.
„ბატონი გივი იყო ჭეშმარიტად სახალხო არტისტი და ამასთან, იგი იყო მაგალითის მიმცემი მოქალაქე ბევრი ადამიანისთვის. გული მტკივა, რომ ძალიან მოულოდნელად წავიდა ის ამ ქვეყნიდან. გივი ბერიკაშვილი ყოველთვის დარჩება ჩვენს გვერდით, იმიტომ, რომ ჩვენი ცხოვრების ბევრი დადებითი მომენტია ასოცირებული მასთან. გული მტკივა და ვგლოვობ ყველა იმ ადამიანთან ერთად, რომლებსაც ძალიან დააკლდებათ გივი ბერიკაშვილი“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები