“სამაგალითო ადამიანი, დიდი კაცი წავიდა ამ ქვეყნიდან“

“სამაგალითო ადამიანი, დიდი კაცი წავიდა ამ ქვეყნიდან“ – აღნიშნა მსახიობმა კახი კავსაძემ გივი ბერიკაშვილის გამოსამშვიდოდებელი სიტყვის წარმოთქმისას.
მარჯანიშვილის თეატრში მსახიობ გივი ბერიკაშვილს ახლობლები და მეგობრები ემშვიდობებიან.
მარჯანიშვილის თეატრში მსახიობ გივი ბერიკაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.
სამძიმარზე იმყოფებიან მთავრობისა და კულტურის წარმომადგენლები, მოქალაქეები, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე.
”გივი ჩემი ძმა იყო, ძალიან მიჭირს. გივი იყო მაგალითი იმისა, თუ როგორი უნდა იყოს ადამიანი, სამაგალითო ადამიანი, დიდი კაცი წავიდა ამ ქვეყნიდან. დადიოდა და სიკეთეს აფრქვევდა. ყველა ტირის, გულახდილად ტირის. ბერიკამ ხალხი აატირა და ჩვენც აგვატირა. ჩემთვის ძალიან დიდი დანაკლისია. ძმები ვიყავით. ადგა და წავიდა. დატოვა დიდი სიყვარული, ვიდრე ვიქნები ქვეყანაზე, გივი ჩემს გულში იქნება”, – განაცხადა კახი კავსაძემ.
გივი ბერიკაშვილს საბურთალოზე, ამაღლების ეკლესიის ეზოში დაკრძალავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები