ლევან დავითაშვილი დაგლას ბოლის შეხვდა

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორს, დაგლას ბოლის შეხვდა.
შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა მადლობა გადაუხადა სააგენტოს მისიის დირექტორს სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების ხელშეწყობისთვის განხორციელებული არაერთი პროექტისთვის და სამომავლო ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.
დაგლას ბოლიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ USAID მომავალშიც განაგრძობს საქართველოსთან თანამშრომლობას სოფლის მეურნეობისა და სოფლად განვითარების მიმართულებით.
შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ესწრებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები