გორის მუნიციპალიტეტში „საუკეთესო მოქართულე” წელსაც გამოვლინდება

კონკურსი „საუკეთესო მოქართულე”, რომელიც გორის მუნიციპალიტეტში უკვე მეორე წელია ტარდება, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის ცენტრის ორგანიზებით ხორციელდება – ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.
გამგეობის ინფორმაციით, 2017 წლის გამარჯვებულის გამოსავლენად ტესტირება გორის უნივერსიტეტში ჩატარდა. გამარჯვებულის ვინაობა მალე გახდება ცნობილი. „საუკეთესო მოქართულეს” „კინდლის” მერვე თაობის მოწყობილობა გადაეცემა, საუკეთესო ქულების მქონე 15 მონაწილე კი რაჭაში ექსკურსიაზე გაემგზავრება.
„გასულ წელთან შედარებით კონკურსანტების რაოდენობამ ძალიან მოიმატა, რაც პროექტის პოპულარობას ნიშნავს. ძალიან მიხარია, მადლობა ყველა ბავშვს და პედაგოგს აქტიურობისთვის. პროექტის ფარგლებში შექმნილია ვიდეოგაკვეთილები, რომლებიც ბავშვებს ქართულად სწორად წერასა და მეტყველებაში ეხმარება. ჩვენ გვყავს ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა, ვცდილობთ მათ გამოსავლენად და სწორი მიმართულების მისაცემად ყველაფერი გავაკეთოთ” – აცხადებს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი გულო ბზიშვილი.
წელს პროექტში მონაწილეობა გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა 140-მდე ახალგაზრდამ მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები