გაზაფხულის ქუჩის კაპიტალური შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს

საბურთალოს რაიონში გაზაფხულის ქუჩის და ეზოების კაპიტალური შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს.
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ მისამართზე ასფალტის საფარი და ახალი ბორდიურები მოეწყობა.
მიმდინარე სამუშაოებს რაიონის გამგებლის მოადგილე ლუკა კანკავა და გამგეობის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები გაეცნენ.
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გამგეობის დაკვეთით კომპანია „ჯეუ გრუპი“ ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები