პრეზიდენტი გივი ბერიკაშვილის პანაშვიდზე: იგი ყოველთვის იდგა საზოგადოების გვერდით

გივი ბერიკაშვილი ყოველთვის იდგა საზოგადოების გვერდით და ამას აკეთებდა ერის სიყვარულით,-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მსახიობ გივი ბერიკაშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე განაცხადა, რომელიც კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში მიმდინარეობს.
”დღეს ჩვენ ვემშვიდობებით ადამიანს, რომელიც უყვარდა და უყვარს საქართველოს. გივი ბერიკაშვილი გვაჩვენებდა იმ კარგს, რაც ჩვენში არის. ძალიან დიდი სიყვარული და სინანული არის დღეს ყველა ჩვენთაგანში. მე კიდევ მინდა ვთქვა, რომ ეს იყო კაცი, რომელიც გარდა იმისა, რომ იყო არაჩვეულებრივი მსახიობი, იყო ძალიან სწორი მოქალაქე. ყოველთვის იდგა საზოგადოების გვერდით და ამას აკეთებდა უაღრესად მშვიდად თავისი ერის სიყვარულით. კიდევ ერთხელ მინდა დიდი სიყვარული და პატივისცემა დავუდასტურო ბატონ გივის და მის ოჯახს”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
გივი ბერიკაშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები