სოფელი ქვემო გომი მალე გაზიფიცირდება

კასპის მუნიციპალიტეტში წარმატებით გრძელდება სახელმწიფო პროგრამა „გაზი ყველა სოფელს“.
ამჯერად სამუშაოები სოფელ ქვემო გომშიც დაიწყო.
მკვებავი ანუ ცენტრალური მაგისტრალის გაყვანის შემდეგ, სოფელში საუბნო დაქსელვის სამუშაოები მიმდინარეობს. ყველა ოჯახთან ინდივიდუალურად დაყენდება ბინამდე მისაყვანი ბუნებრივი აირის მილი, რომლის შემდგომი ეტაპი ბინაში შეყვანაა.
სამუშაოებს შპს „ექსპრესსერვისი“ აწარმოებს, დამკვეთი კი „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები