სამების საკათედრო ტაძარში ფეხთბანვის წესი შესრულდა

სამების საკათედრო ტაძარში ფეხთბანვის წესი შესრულდა.
რიტუალი დიდ ხუთშაბათთან დაკავშირებული წირვის დასრულების შემდეგ დაიწყო.
პატრიარქი თითოეულ სასულიერო პირთან მიბრძანდა და ფეხი დაბანა.
არქიდიაკვნის სიტყვებზე ”მოძღვარი გიხმობს” საკურთხევლიდან 12 სასულიერო პირი, მღვდელი გამოვიდა და მათთვის განკუთვნილ სკამებზე დასხდა. ტაძარში შესრულდა სპეციალური ლოცვები ამ წესის ჩასატარებლად, ასევე წმინდა სახარებიდან წაიკითხეს ადგილი, სადაც უფლის მიერ 12 მოციქულისთვის ფეხის დაბანვის შესახებ არის საუბარი, რომელიც იესო ქრისტემ სიმდაბლის ნიშნად აღასრულა.
ვნების შვიდეულში დიდი ხუთშაბათი განსაკუთრებული დღეა. წმინდა სახარების მიხედვით, ამ დღეს მაცხოვარმა თავის მოწაფეებთან ერთად ბოლო პასექი და ფეხთბანვა აღასრულა. უფალმა პირველად მოწაფეები საკუთარ სისხლსა და ხორცს აზიარა და ამით ევქარისტიის, ზიარების, საიდუმლო დააწესა.
პასექის ჟამს მაცხოვარმა მიანიშნა, რომ მას ერთ-ერთი მოწაფე გასცემდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები