„ომეგა ჯგუფის“ ქველმოქმედება ბერნსის საღამოს ბენეფიციარებისთვის

საქართველოში ლეგენდარული შოტლანდიელი პოეტის, რობერტ ბერნსისადმი მიძღვნილი საღამოები 2010 წლიდან იმართება. ტრადიციულად, საღამოს დრესკოდი მკაცრადაა განსაზღვრული – სმოკინგი, ან ქართული და შოტლანდიური ტრადიციული ეროვნული სამოსი. ამასთან, საღამოს განუყრელი ატრიბუტია შოტლანდიური მუსიკა, ცეკვა, შოტლანდიური ვისკა და, რაღა თქმა უნდა, ბერსნის პოეზია.
ბერნსის საღამოები, რომლებსაც საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ქართველი და უცხოელი ბიზნესმენები ესწრებიან ხოლმე, საქველმოქმედო მიზნებს ემსახურება. ბერსნის საღამოების ქართულ ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილი შემოწირულობა „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლ ზაზა ოქუაშვილს აქვს გაღებული – თავის დროზე ,,ომეგა მოტორსმა“, ქველმოქმედების მიზნით, საღამოს სამ ბენეფიციარს ავტომობილ MINI-ის ღირებულება გადასცა. ეს ბენეფიციარები არიან:
ორგანიზაცია, რომელიც მაწანწალა ძაღლების პრობლემაზეა ორიენტირებული და ამასთან, ვეტერინარიულ კლინიკასაც ეხმარება;
,,საქართველოს ქალთა საერთაშორისო ასოციაცია“ – ამ ორგანიზაციის მთავარ ფოკუსჯგუფში შედიან სიღარიბის ზღვარზე და მის ქვემოთ მყოფი ქალები, ბავშვები, მოხუცები და ფიზიკურად შეჭირვებული ადამიანები;
საქველმოქმედო კავშირი ,,თემი“ – ეს ორგანიზაცია მზრუნველობას სოციალურად დაუცველ და ოჯახური ძალადობის მსხვერპლ ადამიანებს უწევს.
„ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი, რომელიც 2016 წელს, მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსისა“ და საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევების კომპანია ,,გორბის“ მიერ გამართულ რიგით მე-17 ბიზნეს-რეიტინგზე წლის საუკეთესო ინვესტორად აღიარეს, ბერსნის საღამოებში მონაწილეობას მომავალშიც მიიღებს და, რაღა თქმა უნდა, ქველმოქმედებასაც გააგრძელებს.
R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები