როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში აღდგომის დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 13 აპრილს დღის მეორე ნახევრიდან დასავლეთ საქართველოს ცალკეულ, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში იწვიმებს.
როგორც „კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +21, +26, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +13, +18 გრადუსი იქნება.
14 აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გაწვიმდება, ზოგან ძლიერად, დღისით იქროლებს დასავლეთისმიმართულების ძლიერი ქარი.
უამინდობა შენარჩუნდება 15 აპრილის დილამდე, დღისით შედარებით გამოიდარებს.
16– 17 აპრილს დასავლეთ საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დაბლობში +20, +25 გრადუსია მოსალოდნელი.16 -17 აპრილს აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში გაწვიმდება.
დედაქალაქში 16 აპრილს დღისით და 17 აპრილს დილის საათებში მცირე წვიმაა შესაძლებელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები