სოსო მანჯავიძე: ოჯახის შესახებ ჩანაწერის გაჩენა ქართველი ხალხის ნების გამოხატვაა

კონსტიტუციაში ოჯახის, როგორც ქალის და მამაკაცის ერთობის შესახებ ჩანაწერის გაჩენა ემსახურება ქართველი ხალხის ნებას, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე თბილისის საკრებულოს წევრმა სოსო მანჯავიძემ განაცხადა.
მანჯავიძე თვლის, რომ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადება ქართული ღირებულებების წინააღმდეგ არის მიმართული. მანჯავიძის განმარტებით, ჩანაწერის არსებობის აუცილებლობა ხალხის განწყობამ გამოიწვია. „ერთხელ და სამუდამოდ ამ თემის ირგვლივ უნდა დასრულდეს მითქმა-მოთქმა.
უამრავი ხელმოწერით დადასტურდა, რომ ქართველი ხალხის სურვილი იყო კონსტიტუციაში იმ ჩანაწერის გაჩენა, რის მიხედვითაც ოჯახი განიხილება, როგორც ქალის და მამაკაცის ერთობა. მე მიმაჩნია, რომ ამ ჩანაწერის არსებობა მნიშვნელოვანია იმ ღირებულებებისთვის, რაც მოსახლეობისთვის მისაღებია”, – განაცხადა სოსო მანჯავიძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები