რაჭა-ლეჩხუმში პრობაციონერები დასაქმდნენ

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი პრობაციის ეროვნული სააგენტოს დახმარებით, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე მყოფი ორი პირობით მსჯავრდებული დასაქმდა და სტაბილური შემოსავლის წყარო გაუჩნდა.
პირობით მსჯავრდებულებმა რ.ბ-მ და ტ.ს-მ ასფალტ–ბეტონის ქარხანაში და შ.პ.ს. „დანი 2010-ში“ დაიწყეს მუშაობა. რ.ბ–ს, რომელსაც ხანძრის შედეგად საცხოვრებელი დაეწვა და უსახლკაროდ დარჩა, სამუშაო ადგილის მიმდებარედ, თავშესაფარიც გამოეყო. მისი საშუალო ანაზღაურება თვეში დაახლოებით 250 ლარი იქნება. რაც შეეხება ტ.ს–ს, მისი ხელფასი თვეში 300 ლარს შეადგენს.
პირობით მსჯავრდებულთა დასაქმების ხელშეწყობა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.
პრობაციის ეროვნული სააგენტოს ძალისხმევით, 2016 წლის განმავლობაში 156, მიმდინარე წელს კი, 32 პრობაციონერი დასაქმდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები