16 და 17 აპრილს, მუნიციპალური ავტობუსები თბილისის სასაფლაოების მიმართულებით უფასოდ იმოძრავებენ

დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებით, 16 და 17 აპრილს, 08:00 საათიდან 20:00 საათამდე, მუნიციპალური ავტობუსები თბილისის სასაფლაოების მიმართულებით უფასოდ იმოძრავებენ, – ამის შესახებ მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
“მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის სასაფლაოებზე მეტროსადგურ „დიდუბიდან“ გაიყვანს, კუკია-მახათასკენ – სადგურისა და კოტე მარჯანიშვილის მოედნებიდან, საბურთალოს სასაფლაოზე – მეტროსადგურ „დელისიდან“, თბილისის ზღვის სასაფლაოზე – მეტროსადგურ „სარაჯიშვილიდან“, ასევე, ველის სასაფლაოსკენ მიმავალი ავტობუსი დოდო ჭიჭინაძის ქუჩის N25-ე კორპუსის მიმდებარედ გაჩერდება, ხოლო ვარკეთილის სასაფლაოებისკენ მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ და შუამთის ქუჩის მე-10 კვარტლიდან იმოძრავებს.
გარდა ამისა, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 15 აპრილს მეტროს მუშაობა 00:00 საათიდან 16 აპრილის დილის 04:00 საათამდე გახანგრძლივდება და 23:00 საათიდან მეტროპოლიტენი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება”, – ნათქვამია დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები