ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მთავრობა 10 მილიარდი ლარის დახარჯვას აპირებს

ჩვენ ვაპირებთ, რომ დაახლოებით 10 მილიარდ ლარამდე დავხარჯოთ 3-4 წლის პერსპექტივაში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, გუშინ გაიმართა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, სადაც საზოგადოებას წარუდგინეს სივრცითი განვითარების 2500 ინფრასტრუქტურული პროექტის პრეზენტაცია.
„მოგეხსენებათ თუ რა მასშტაბის სამუშაოებთან გვაქვს საქმე. ჩვენ ვაპირებთ, რომ დაახლოებით 10 მილიარდ ლარამდე დავხარჯოთ 3-4 წლის პერსპესქტივაში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. ეს არის ჩვენი ქვეყნის ფიზიკური ტრანსფორმაციის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, ვინაიდან ამ პროგრამის დასრულების შემდეგ საქართველოს ნებისმიერ წერტილში იქნება ხელმისაწვდომი ყველა ძირითადი სერვისი. უპრეცედენტოდ მოკლე დროში მოხდა მომზადება, წინამოსამზადებელი სამუშაოს ჩატარება. ძალიან კარგად იმუშავა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ და მისმა სამინისტრომ. მე ვფიქრობ, ეს არის ის მიმართულება, რომელსაც ექნება ყველაზე ხელშესახები შედეგი იმ თვალსაზრისითაც, რომ დაახლოებით 40 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. ასევე, ჩვენი ქვეყანა შეასრულებს გაცილებით უკეთესად იმ გეოსტრატეგიულ სატრანზიტო ფუნქციას, რომელიც მას ბუნებრივად გააჩნია. ეს სამუშაოები იწყება და მე მინდა, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროს და მთლიანად მინისტრთა კაბინეტს ვუსურვო წარმატება, რადგან ეს მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია ჩვენი 4- პუნქტიანი გეგმის“, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები