ირაკლი კობახიძე: ოპოზიციას კონკრეტული არგუმენტები არ აქვს, თუ რატომ არ უნდა მოხდეს პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციურ პარტიებს კონკრეტული არგუმენტები არ აქვთ, თუ რატომ არ უნდა მოხდეს პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევა, ამიტომ აღნიშნული ცვლილება ძალაში შევა.
შესაბამისი კომენტარი კობახიძემ ჟურნალისტებთან გააკეთა.
“ჩვენ წარმოვადგინეთ ჩვენი არგუმენტები, თუ რატომ უნდა გადავიდეთ პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევაზე. არაპირდაპირდაპირი წესით არჩევას გაცილებით დიდი უპირატესობები აქვს, ვიდრე პირდაპირით. ჩვენმა ოპონენტებმა სერიოზული არგუმენტები ისევ ვერ წარადგინეს, თუ წარმოადგენენ მყარ არგუმენტებს მსჯელობას ისევ განვაგრძობთ, მაგრამ ოპოზიციას სერიოზული არგუმენტები არ აქვს. აქედან გამომდინარე პირდაპირ გეუბნებით, რომ უნდა გადავიდეთ პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევაზე”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები