ირაკლი კობახიძე: პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევა საბოლოოდ გადაწყდა

პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევა საბოლოოდ გადაწყდა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციურ პარტიებს კონკრეტული არგუმენტები არ აქვთ, თუ რატომ არ უნდა მოხდეს პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევა, ამიტომ აღნიშნული ცვლილება ძალაში შევა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ოპოზიციურმა გუნდმა სერიოზული არგუმენტები უნდა მოიყვანოს, რათა მსჯელობა კვლავ განახლდეს.
“ჩვენ წარმოვადგინეთ ჩვენი არგუმენტები, თუ რატომ უნდა გადავიდეთ პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევაზე. არაპირდაპირდაპირი წესით არჩევას გაცილებით დიდი უპირატესობები აქვს, ვიდრე პირდაპირით. ჩვენმა ოპონენტებმა სერიოზული არგუმენტები ისევ ვერ წარადგინეს, თუ წარმოადგენენ მყარ არგუმენტებს მსჯელობას ისევ განვაგრძობთ, მაგრამ ოპოზიციას სერიოზული არგუმენტები არ აქვს. აქედან გამომდინარე პირდაპირ გეუბნებით, რომ უნდა გადავიდეთ პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევაზე”, – განაცხადა კობახიძემ.
პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებითაც 11 აპრილიდან, სერიოზული დისკუსიები გაიმართა, როგორც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ფორმატში, ასევე სხვა ფორმატებში და უპირატესობა პრეზიდენტის არჩევის არაპირდაპირ წესს მიენიჭა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები