ქვემო ქართლის რეგიონის სოფლებში ფერმერებს მავნებელ დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებზე ინფორმაცია მიაწოდეს

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა, მობილური ექსტენციის პროექტის ფარგლებში, ქვემო ქართლის რეგიონის 31 სოფელში ფერმერებს მავნებელ დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებზე, დაზიანების ფორმებსა და სიმპტომებზე, ქიმიური და ბიოლოგიური ბრძოლის ღონსძიებების, ასევე, ფიტოსანიტარიული ღონისძიებების დროულ გატარებასა და პესტიციდების შერჩევაზე მიაწოდეს ინფორმაცია.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრებზე ფერმერებმა საჭირო ინფორმაცია მეცხოველეობისა და ვეტერინარიის, საფუტკრის მოწყობის, სტანდარტიზაციის, ფუტკრის დაავადებებისა და მათ წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების შესახებაც მიიღეს.
უწყების ცნობით, მობილური ექსტენციის ფარგლებში სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლები მაისში კახეთის რეგიონის 22 სოფელში ჩავლენ და ფერმერებს კონსულტაციებს გაუწევენ.
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, ექსტენციის პროექტის ფარგლებში, ფერმერების ინფორმირება-გადამზადებას ახორციელებს. 2016 წელს, მთელი საქართველოს მასშტაბით 1200-ზე მეტი ფერმერი გადამზადდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები