ჯაშუშური პროგრამა იმასაც ადგენს, თუ სად და როგორ დადის თქვენი ცოლი – ინტერვიუ დავით ინანეიშვილთან

რამდენიმე დღის წინ, საინფორმაციო სააგენტო thehackernews.com იუწყებოდა, რომ ექსპერტებმა ახალი პროგრამული უზრუნველყოფა Dubbed Chrysaor აღმოაჩინეს. მისი მთავარი მიზანი ჯაშუშობა იყო, მათ შორის ჟურნალისტების. სააგენტო რამდენიმე ქვეყანას ასახელებდა, სადაც პროგრამა აქტიურად გამოიყენებოდა. საქართველო მათ რიგებში მეორე ადგილზე იდგა. როგორ უნდა მიხვდეს ადამიანი, ამ შემთხვევაში ჟურნალისტი, გამოიყენება თუ არა მის წინააღმდეგ ჯაშუშური პროგრამა, სად შეიძინოს მობილური მოწყობილობა და როგორ დაიცვას საკუთარი თავი ჰაკერებისგან, ამ და სხვა შეკითხვებით ჩვენ კომპანია “იუ-ჯი-თის” ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელს დავით ინანეიშვილს მივმართეთ.

– ჯაშუშური პროგრამა თქვენს წინააღმდეგ შესაძლოა, ისე გამოიყენებოდეს, რომ თქვენ, ამის შესახებ ვერაფერი შეიტყოთ. პრინციპში, ჰაკერის ხელობაც სწორედ ის არის, რომ ვერაფერს მიუხვდეთ. არის შემთხვევები, როდესაც პროგრამა რამდენიმე სიმპტომს იძლევა. მაგალითად, კომპიუტერული მოწყობილობა, მათ შორის ტელეფონი, შესაძლოა შენელებულად მუშაობდეს, და “იჭედებოდეს”, თუმცა ეს, ასე ვთქვათ, ყველაზე მსუბუქი სიმპტომია.

13641270_10154104732220376_5121366242431546821_o-300x300დღესდღეობით, უამრავი ანტივირუსული პროგრამაა, რომელსაც მობილური ტელეფონების დაცვა შეუძლიათ. თუ კომპანიებზე ვსაუბრობთ, ამ შემთხვევაში, ტელეფონების უსაფრთხოების მართვის, სპეციალური პროგრამები არსებობს. მათი მეშვეობით მომხმარებელს შეუძლია გააკონტროლოს ტელეფონში არსებული ვითარება, რა აყენია მასზე, არის თუ არა დაინფიცირებული და ა.შ.

ასევე, მნიშვნელობა აქვს იმასაც, თუ რა მობილურ მოწყობილობას ფლობთ. მაგალითად, “აიფონების” უმეტესობაზე ანტივირუსული პროგრამები არ მუშაობს. ე.წ. ტრაფიკის ნახვა, რა თქმა უნდა აქაც შესაძლებელია, თუმცა როგორც წესი, მისი დაცვა უფრო ანდროიზე გაცილებით უფრო მარტივია.

-რაში მდგომარეობს ჯაშუშური პროგრამის სპეციფიკა? გვისმენს, გვითვალთვალებს,  ჩვენს მიმოწერას აფიქსირებს?

ასეთ პროგრამებს უამრავი ფუნქცია აქვთ. მაგალითად, ჰაკერს შეუძლია, რომ დისტანციურად მოისმინოს მობილური ტელეფონის მფლობელის საუბარი. ისარგებლოს კამერით და გააკეთოს მისი ე.წ. სქრინშოტები. ასევე დაადგინოს მისი ლოკაციაც…

-სად მოიპოვებენ ჯაშუშურ პროგრამებს და როგორ მოვიქცეთ, რომ ისინი ჩვენს ტელეფონში არ მოხვდნენ?

– როგორც წესი, ასეთი ტიპის ვირუსებს მომხმარებლები თავად აყენებენ ტელეფონზე ისე, რომ ვერ იაზრებენ. პროგრამები უამრავია – მაგალითად გინდათ, რომ თქვენს ცოლს უყუროთ, იცოდეთ სად და როგორ დადის, დაუყენებთ ასეთ შპიონურ პროგრამას ტელეფონზე და ადგილმდებარეობასაც გეტყვით, შეტყობინებებზეც მოგცემთ წვდომას და იმასაც, თუ რა მიმოწერა ჰქონდა ფეისბუქში.

თუმცა ეს, რა თქმა უნდა, კანონდარღვევაა.

-გამოდის, რომ “ეფლ სთორიდან” და სხვა ინტერნეტმაღაზიებიდან აპლიკაციების გადმოწერა არც ისე უსაფრთხოა ?

ინტერნეტმაღაზიები, ერთ-ერთი წყაროა. შესაძლოა, გადმოწეროთ რაიმე პროგრამა, მათ შორის თამაში ან სულაც კალენდარი და მას ასეთი ტიპის ჯაშუშური პროგრამა ახლდეს. საჭიროა მოწყობილობის მფლობელმა ზუსტად იცოდეს, თუ რომელ აპლიკაციას ან თამაშს იწერს, ვინ არის მომწოდებელი და რამდენად სანდოა. ამას გარდა, თუ ჩვენს მობილურ ტელეფონში გაუგებარი წარმოშობის პროგრამა მოხვდა, როგორც წესი, ის ითხოვს წვდომას ჩვენს კამერაზე, ზოგჯერ კონტაქტებზე და სოციალურ ქსელებზეც. ეს ნამდვილად ყურადსაღები და გასაფრთხილებელია.

აქვე აღვნიშნავდი, რომ ის, რაც ჩამოვთვალე, მობილურ ტელეფონში ვირუსის შესაშვებად ყველაზე მარტივი გზაა. თუ ჰაკერმა მოინდომა და ტელეფონი ხელში ჩაიგდო, მას რა თქმა უნდა, გაცილებით მეტი შესაძლებლობა ექნება, რომ ტელეფონზე კონტროლი დაამყაროს.

-რამდენად უსაფრთხოა მეორადი ტელეფონის შეძენა ან თუნდაც ისეთის, რომელიც უკვე ჩართულია ?

-სიმართლე გითხრათ, ეს სფერო როგორც მომხმარებელს, ნაკლებად გამომიკვლევია, თუმცა, პირადად მე, ტელეფონს ყოველთვის უცხოეთში ვყიდულობ. მაგალითად, თუ “ჰუავეის” მოდელის ტელეფონს იყიდით, მას “იანდექსი” და მისი მსგავსი სხვა პროგრამები ახლავს. გამოდის, რომ ვიღაცამ  უკვე ჩართო მობილური ტელეფონი და ეს პროგრამები მასზე დააყენა. რა და როგორ გააკეთა, ეს ღმერთმა იცის.

– რა სერვისს სთავაზობთ  იმ ადამიანებს, რომლებიც შესაძლოა ეჭვოდნენ, რომ მათ კომპიუტერულ მოწყობილობაზე ან ტელეფონზე ჯაშუშური პროგრამაა დაინსტალირებული?

– ჩვენ ძირითადად კორპორაციებთან ვმუშაობთ და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მომხარებლების კომპიუტერული მოწყობილობები დაცული იყოს.

წყარო:http://cyber.kvira.ge/20943/

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები