ქობულეთში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ქობულეთში, მდინარე კინტრიშის სანაპიროზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილს უკვე ერთი თვეა ეძებდნენ.
41 წლის მამაკაცი ქობულეთში წერეთლის ქუჩაზე ცხოვრობდა. ის სახლიდან ერთი თვის წინ გავიდა და მას შემდეგ მისი ადგილმდებარეობა უცნობი იყო.
გარდაცვალების მიზეზებს გამოძიება ადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები