კასპის მუნიციპალიტეტს კომპიუტერული ტექნიკა გადაეცა

იუსტიციის სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, 2015 წლიდან ახორციელებს პროექტს – „საჯარო სექტორის განვითარების ხელშეწყობა ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე სერვისების ეფექტური მიწოდების გზით“, რომლის ერთ-ერთი კომპონენტია – „ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში“. პროექტის ფარგლებში პროგრამის კოორდინატორმა გიორგი ხაჩიძემ კასპის მუნიციპალიტეტს 10 კომპიუტერი და 7 პრინტერი გადასცა.
2015 წლიდან მუდმივად მიმდინარეობს მუნიციპალური ბიზნეს პროცესების შესწავლა და ახალი საპილოტე მუნიციპალიტეტების შერჩევა, რომლებშიც სააგენტო ეტაპობრივად ნერგავს საქმის წარმოების ელექტრონულ მუნიციპალური მართვის სისტემას (მმს). შერჩეული 15 მუნიციპალიტეტიდნ ერთ ერთი კასპია.
ტექნიკის გადაცემის პარალელურად, 40 საჯარო მოხელეს ჩაუტარდა ტრენინგები ე.წ. აიტი უნარებში, დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის გამოყენებაში და ა.შ. აღნიშნული სისტემის შედეგად, ადგილობრივ თვითმმართველობებში ყველაზე მოთხოვნადი მუნიციპალური სერვისები ელექტრონულ ფორმატში გაიცემა, რაც ხელს უწყობს გაწეულ მომსახურებაზე კონტროლის გაუმჯობესებას, მომსახურების მიღების ვადების შემცირებას, ხოლო გადაწყვეტილების მიღების პროცესი უფრო გამჭვირვალეა.
მუნიციპალიტეტის გამგებელმა, გოჩა გოჩიტაშვილმა მადლობა გადაუხადა გიორგი ხაჩიძეს ტექნიკის გადაცემისა და მუშაობაში ხელშეწყობისათვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები