უკრაინის ელექტროსადგურებზე დაცვა გამკაცრდა
უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობის ზრდის გამო, ყველა ატომურ ელექტროსადგურზე დაცვა გამკაცრდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედიასაშუალებები ენერგეტიკის მინისტრ ედუარდ სტავიცკის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყებიან. უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი განმარტავს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობამ ატომური ელექტროსადგურების ხელში ჩაგდების თავიდან ასაცილებლად მიიღო. სტავიცკის თქმით, პროფკავშირთან მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები, რათა სადგურებმა ხარვეზების გარეშე იმუშაოს.