მორიგი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა – წერეთლის გამზირზე მიკროავტობუსი ფეხით მოსიარულეს შეეჯახა

თბილისში მორიგი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. წერეთლის გამზირზე „თბილისის მიკროავტობუსის“ კუთვნილი, #6 სამარშრუტო ტაქსი ქვეითად მოსიარულეს შეეჯახა. შუახნის მამაკაცი  ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს,  საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. მათივე განმარტებით, ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი არ მიმალულა.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.  მომხდარი ავარიის გამო წერეთლის გამზირზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები