გიორგი ტყემალაძემ პროექტში „ გაიცანი შენი პროფესია“ მონაწილეობა მიიღო

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ტყემალაძემ, დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატის, საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება – მრეწველების“ თავმჯდომარის ინიციატივით წამოწყებულ პროექტში „ გაიცანი შენი პროფესია“ მონაწილეობა მიიღო.
პროექტის პირველი მონაწილე „საერთაშორისო სკოლის“ მოსწავლე, მომავალი მფრინავი ალექსანდრე ნიკოლაძე „საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში“ პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად მიიყვანეს.
აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდებისთვის პროფესიის არჩევის გამარტივებას და სასურველი პროფესიის სპეციფიკაციის უკეთ გაცნობას. ამით დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს, როგორც საჯარო ისე კერძო სტრუქტურებში, შესაძლებლობა ექნებათ რამდენიმე დღით არჩეული პროფესიის გასაცნობად რამდენიმე დღიანი პრაქტიკა მიიღონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები