მიხეილ ჯანელიძე მოქალაქეებს მოუწოდებს, ევროკავშირში უვიზოდ ყოფნის პირობები გაითვალისწინონ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, ევროკავშირში უვიზოდ ყოფნის პირობები გაითვალისწინონ და შენგენის ქვეყნებში სამოგზაუროდ საზღვარზე ყველა საჭირო დოკუმენტაცია  წარადგინონ.
როგორც მიხეილ ჯანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პროცესი მიმდინარეობს ძალიან თავისუფლად. “მაქსიმალურად ხდება ჩვენი მოქალაქეების შესვლა და სარგებლობა უვიზო რეჟიმით. არსებობს გარკვეული შემთხვევები, როდესაც დოკუმენტები არ არის წესრიგში, თუმცა ეს არის ცალკეული შემთხვევები. ამიტომ, ყველას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, მაქსიმალურად გაითვალისწინონ ის პირობები, რასაც ჰქვია ევროკავშირში უვიზოდ შესვლის მიზნობრიობა, უკან დაბრუნების შესაბამისი ბილეთი, ასევე, ევროკავშირში ყოფნის პერიოდში მათი ყოფნის უზრუნველყოფის თანხა. უნდა  შეძლონ ასევე წარმოდგენა დოკუმენტაციის, რომელიც ადასტურებს მათი ყოფნის პერიოდში სასტუმროს თუ მიმღები მხარის თანხმობას”, – განაცხადა ჯანელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები