სუბარი: მარგველაშვილი ცდილობს, ცოტა მეტი ფუნქცია შესძინოს თავის თანამდებობას

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი ხვალ პარლამენტში პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას დაესწრება, ამის შესახებ ჟურნალისტებს მან დღეს განუცხადა.

„მივალთ და მოვისმენთ, თუ რამე კითხვები იქნება, ვთქვათ დევნილებთან დაკავშირებით, გავაკეთებ კომენტარს. პრეზიდენტი, წესით, უნდა იყოს არბიტრი, იმიტომ, რომ ასეთია საპარლამენტო რესპუბლიკებში პრეზიდენტის როლი. მარგველაშვილი ცდილობს, ცოტა მეტი ფუნქცია შესძინოს თავის თანამდებობას, თუმცა ეს შეუძლებელია, თუ არ დავბრუნდებით ისევ საპრეზიდენტო მმართველობაზე, როგორიც იყო მაგალითად, შევარდნაძე ან სააკაშვილი, როცა მათი იყო მთავრობა, მათი იყო საგარეო და საშინაო პოლიტიკაც. დღეს, ჩვენ ვართ იმ მოდელის ქვეყანა, სადაც პრეზიდენტის როლი სიმბოლურია და ის უფრო მეტად მედიატორია, ვიდრე პოლიტიკის გამტარებელი თუ შემოქმედი“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი წლიური ანგარიშით პარლამენტის წინაშე ხვალ წარსდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები