საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია რუმინეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა

ბანგლადეშში ვიზიტით მყოფი საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილი და საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი ნიკოლოზ ნათენაძე რუმინეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდნენ.
რუმინეთის საპარლამენტო დელეგაციამ დაადასტურა, რომ რუმინეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ასევე, ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას.
მხარეებმა ორმხრივ ურთიერთობებსა და საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის გააქტიურებაზე ისაუბრეს.
საუბარი, ასევე, ქვეყნებს შორის სხვადასხვა მიმართულებით – მათ შორის, განათლების, კულტურის, ტურიზმისა და ეკონომიკის მიმართულებით თანამშრომლობას შეეხო.
რუმინეთის საპარლამენტო დელეგაციამ ქართულ მხარეს ეკონომიკური ფორუმის გამართვა შესთავაზა.
შეხვედრაზე მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, 1-5 აპრილს საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) რიგით 136-ე ასამბლეაში იღებს მონაწილეობას. ასამბლეაში მონაწილეობის პარალელურად, პარლამენტის თავმჯდომარე და დელეგაციის წევრები მაღალი რანგის ორმხრივ შეხვედრებს მართავენ.
დელეგაციის შემადგენლობაში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილი, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი ნიკოლოზ ნათენაძე და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები