პრეზიდენტი ქუთაისში შეხვედრებს ადგილობრივ მოსახლეობასთანაც გამართავს

“საპარლამენტო გამოსვლისას, პრეზიდენტი ისაუბრებს ყველა იმ მნიშვნელოვან თემაზე, რაც აწუხებს საზოგადოებას – ყურადღება გამახვილდება ქვეყნის წინაშე მდგარ საშინაო და საგარეო გამოწვევებზე, ეკონომიკურ და სოციალურ თემატიკაზე, სასამართლო და თავდაცვით სისტემებზე, უსაფრთხოებაზე, მედიის თავისუფლებაზე, ადამიანის უფლებებზე”, – ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ეკა მიშველაძემ განაცხადა.
უკვე ცნობილია, რომ 7 აპრილს საქართველოს პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური საპარლამენტო გამოსვლაა დაგეგმილი.
“მოგეხსენებათ, უმრავლესობამ გაიზიარა პრეზიდენტის წინადადება, სიტყვით გამოსვლის შემდეგ დებატების გამართვასთან დაკავშირებით, რასაც პრეზიდენტი დადებითად აფასებს. რაც შეეხება თავად სიტყვის შინაარსს, პრეზიდენტი, პირველ რიგში, ისაუბრებს ყველა იმ მნიშვნელოვან თემაზე, რაც აწუხებს საზოგადოებას, ყურადღება გამახვილდება ქვეყნის წინაშე მდგარ საშინაო და საგარეო გამოწვევებზე, ეკონომიკურ და სოციალურ თემატიკაზე, სასამართლო და თავდაცვით სისტემებზე, უსაფრთხოებაზე, მედიის თავისუფლებაზე, ადამიანის უფლებებზე“, – განაცხადა მიშველაძემ. ​
მისივე განცხადებით, პრეზიდენტი ქუთაისში შეხვედრებს ადგილობრივ მოსახლეობასთანაც გამართავს. „ამასთანავე, მინდა გაცნობოთ, რომ პრეზიდენტი ქუთაისში გამართავს შეხვედრებს ადგილობრივ მოსახლეობასთან, გაიმართება დისკუსია აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კამპანია „კონსტიტუცია ყველასიას“ ფარგლებში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში სახელმწიფოს მეთაური შეხვდება პოლიტიკოსებს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელებს, ასევე, იცით რომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გრძელდება პრეზიდენტის კამპანია „მოითხოვე ქართული“, ამჯერად, გიორგი მარგველაშვილი ქუთაისში ქართულ საწარმოებს ეწვევა. ეს პროექტი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას, ქართულო პროდუქციის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად“, – განაცხადა მიშველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები