ირაკლი კობახიძე ირლანდიის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარეს შეხვდა

ბანგლადეშში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ირლანდიის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარეს, დენის ო’დონოვანს შეხვდა.
მხარეებმა საქართველოსა და ირლანდიის რესპუბლიკას შორის არსებულ ურთიერთობისა და საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის გააქტიურების შესახებ ისაუბრეს. შეხვედრაზე მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის სხვადასხვა სფერო, მათ შორის, ტურიზმის, ინფრასტრუქტურის, კულტურისა და განათლების მიმართულებით.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დენის ო’დონოვანს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. თავის მხრივ, დენის ო’დონოვანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებს მტკიცე მხარდამჭერია. ირლანდიის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარემ ქართულ მხარეს ვიზალიბერალიზაცია მიულოცა.
მხარეები მჭიდრო თანამშრომლობასა და გაცვლით ვიზიტებზე შეთანხმდნენ.
ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, 1-5 აპრილს საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) რიგით 136-ე ასამბლეაში იღებს მონაწილეობას. ასამბლეაში მონაწილეობის პარალელურად, პარლამენტის თავმჯდომარე და დელეგაციის წევრები მაღალი რანგის ორმხრივ შეხვედრებს მართავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები