დიმიტრი ხუნდაძე: მიუხედავად იმისა, რომ მაჟორიტარი ვარ, მე ვეთანხმები პროპორციულ სისტემას
“მაჟორიტარული სისტემა უნდა გაუქმდეს იმ შემთხვევაში, როცა თვითმმართველობა იქნება ჩამოყალიბებული”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
ხუნდაძეს მიაჩნია, რომ თვითმმართველობის გაძლიერების პროპორციულ სისტემაზე გადასვლა მისასალმებელია, ხუნდაძეს მიაჩნია, რომ მაჟორიტარული სისტემა იმ დროს უნდა გაუქმდეს, როცა თვითმმართველობები შეძლებენ რეგიონებში პრობლემების მოგვარებას. „მიუხედავად იმისა, რომ მე ვარ მაჟორიტარი, მე ვეთანხმები პროპორციულ სისტემას, თუმცა ამ შეთხვევაში, გარკვეული საკითხები მოსაგვარებელია, მე პირადად, მოვაწერე ხელის იმ დოკუმენტს, სადაც ვეთანხმები პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, თუმცა ვთვლი, რომ ეს იმ დროს უნდა მოხდეს, როცა ჩამოყალიბდება ძლიერი თვითმმართველობა, რათა რეგიონებში ადამიანებს აღარ სჭირდებოდეთ რაღაც საკითხების მოსაგვარებლად მაჟორიტარების ჩარევა“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.