დიმიტრი ხუნდაძე: პრეზიდენტის გამოსვლას პრემიერი და ვიცე-პრემიერებიც დაესწრებიან

“ჩემი სურვილი იქნება, პრეზიდენტის გამოსვლა იყოს აკადემიური, თუმცა ვფიქრობ, რომ გარკვეული სიმწვავე იქნება”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
ხუნდაძე დაანონსებულ დებატებს მიზანშეწონილად არ მიიჩნევს, თუმცა თვლის, რომ პრეზიდენტის ვიზიტი პარლამენტში საინტერესო იქნება. ხუნდაძე პრეზიდენტის გამოსვლის დროს არც სიმწვავეს გამორიცხავს. „პრეზიდენტის გამოსვლების წინა პერიოდი მე მაძლევს იმის საფუძველს, რომ მისი გამოსვლა პარლამენტში იქნება მწვავე, პრეზიდენტის ვიზიტი პარლამენტში იქნება საინტერესო, თუმცა მიმაჩნია, რომ პრეზიდენტმა ბევრ საკითხში მოვლენებს გაუსწრო და ასევე, მიმაჩნია, რომ ქუჩაში არ უნდა ხდებოდეს საკონსტიტუციო ცვლილებების დაწერა. ეს შეხვედრა ვთვლი, რომ იქნება საქმიანი და სიმწვავე იქნება ზომიერი. მიუხედავად, იმისა, რომ მთავრობა არ არის ვალდებული, როგორც მე მაქვს ინფორმაცია, პრეზიდენტის გამოსვლას დაესწრებიან პრემიერი და ვიცე-პრემიერებიც.
დებატების საჭიროებას მე ვერ ვხედავდი, მაგრამ ამის პრობლემასაც ვერ ვხედავ, რომ იყოს დებატი“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები