ალექსანდრე ჯეჯელავა გელა ხვედელიძეზე: ჩვენი ოპონენტები რა მეთოდებითაც მოქმედებდნენ, ცდილობენ იგივე დააბრალონ დღევანდელ ხელისუფლებას

თავად რასაც აკეთებდნენ და რა მეთოდებითაც მოქმედებდნენ, ცდილობენ დააბრალონ დღევანდელ ხელისუფლებას“, – ასე გამოეხმაურა ვიცე-პრემიერი, განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილე გელა ხვედელიძეზე თავდასხმაში ხელისუფლების ჩართულობას.
როგორც ჯეჯელავამ აღნიშნა, ყველანაირი ძალადობა გაუმართლებელია და დამნაშავეები დროულად უნდა დაისაჯონ.
„ფაქტი თავისთავად ნებისმიერი ძალადობის არის გასაკიცხი. რაც შეიძლება მოკლე დროში, როგორც თქვა შსს-ში ითქვა ძალიან სწრაფად და ოპერატიულად გამოვლინდეს დამნაშავეები და დაისაჯონ,. რაც შეეხება ხელისუფლების ჩართლობას ამას გამოვრიცხავ . ეს ჩვენი ოპონენტების სტუილია. თითონ რასაც აკეთებდნენ და რა მეთოდებითაც მოქმედებდნენ ცდილობენ იგივე დააბრალონ დღევანდელ ხელისუფლებას“,-განაცხადა ჯეჯელავამ.
შეგახსენებთ, რომ შს მინისტრის ყოფილი მოადგილე გელა ხვედელიძე საკუთარ სახლთან გუშინ სცემეს. ხვედელიძეს ორი ოპერაცია გაუკეთდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები